ინსტიტუტის მანდატი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტომაშ ზაბრანსკის სახელობის ადიქტოლოგიის ინსტიტუტი (შემოკლებით – ილიაუნის ადიქტოლოგიის ინსტიტუტი) ეწევა კვლევით, საგანმანათლებლო და საადვოკაციო საქმიანობას. ინსტიტუტი აკოორდინირებს ილიაუნის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამას.
ინსტიტუტის ხედვა: ადიქცია (ანუ დამოკიდებულება) არის ბიო ფსიქო სოციალური პრობლემა. იგი საჭიროებს პრაგმატულ მიდგომასა და გეგმაზომიერ მართვას. პრობლემის საპასუხო ღონისძიებების სისტემა უნდა იყოს მულტიდისციპლინური (ბიოფსიქოსოციალური) და მტკიცებულებაზე დაფუძნებული.
ინსტიტუტის მისია: ქვეყნის შესაძლებლობების გაზრდა ადიქციის პრობლემის მიმართ მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვა-განვითარებაში.
ინსტიტუტის მიზანი: დამოკიდებულების პრობლემის ეფექტური საპასუხო ღონისძიებათა სისტემის ამოქმედების ხელშეწყობა.